ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ

ქსელური პროექტი - „გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“

რა არის გამოცანა?
გამოცანა მხოლოდ თამაში არაა.  გამოცანები ავსებენ და ავითარებენ  მოსწავლეთა ცოდნას, აყალიბებენ  მშობლიური ენისადმი სიყვარულს, აფართოებენ  გარემო სამყაროზე წარმოდგენებს. ამ ყველაფრის მისაღწევად სასარგებლოა არა მხოლოდ  გამოცანების ამოხსნა, არამედ მათი მოგონებაც.   
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია ყველა მსურველს გიწვევთ რიგით მეორე ქსელურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად : „გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“. პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს.
 დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მსვლელობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ  შეიძინონ   ცოდნა  თემაზე: „გამოცანა“. გაეცნონ მის ისეთ სახეებს , როგორიცაა: შარადა, ანაგრამა,  რებუსი, კროსვორდი, სკანვორდი, ვიქტორინა... გამოცანის ამა თუ იმ სახის  ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ „უნივერსალურ“ განსაზღვრებას.  საკუთარ კუთხეზე სხვადასხვა  სახის გამოცანების შედგენისას მოსწავლეები გამოავლენენ შემოქმედებით უნარებს, გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე, ღირშესანიშნაობებზე.

ძვირფასო მოსწავლეებო და პატივცემულო უფროსებო, გაეცანით პროექტის ეტაპებს:
1.       რეგისტრაცია - 19.11 . 2017 წ-მდე
2.       სკოლების გაცნობა/წარდგენა- 20.11-30.11. 2107 წ-მდე
3.       ინფორმაციის შეგროვება - 03.12.2017- 20.12.2017წ.-მდე
4.       შეგროვებული ინფორმაციის კვლევა - 15.01.2018 - 31. 01.2018-მდე
5.       მასალების გადარჩევა და გამოცანების შედგენა 1.02.2018-28. 02. 2018 -მდე
6.       სკოლებში პროექტის დაცვა 2.03.2018-27.03. 2018
7.       რეფლექსია. პროექტის შეჯამება 30.04.2018-15.05.2018-მდე

რაა საჭირო იმისთვის, რომ გახდეთ პროექტის მონაწილე?

შექმენით გუნდი: არანაკლებ სამი მოსწავლე და 1 უფროსი( მასწავლებელი ან მშობელი)
რეგისტრაციამდე პროექტის  ხელმძღვანელმა უნდა შეაგროვოს მშობელთა თანხმობის წერილები და შეინახოს თავისთან. თანხმობის ხელწერილის შაბლონი შეგიძლიათ ნახოთ და გადმოქაჩოთ აქედან.
გაიაროთ რეგისტრაცია
მშობლებისთვის მომზადებულია საინფორმაციო პრეზენტაცია

პროექტის ხელმძღვანელთათვის მომზადებულია სასტარტო პრეზენტაცია 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

"გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“